ლონდონის მეტროსადგურ „პერსონ გრინთან“ დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ. ლონდონის პოლიციას მომხდარისთვის ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია ჯერ არ მიუცია.