გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანის მაცხოვრებლები ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას" თანხების გამოძალვაში ადანაშაულებენ. როგორც აბონენტებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, თითოეულ აბონენტს 3 - 10 ლარის ელექტროენერგია აქვს მოხმარებული და ენერგოკომპანიამ დამატებით 15 - 20 ლარი დააკისრა.
„ყოველთვე გვახდევინებდნენ დამატებით თანხას, მაგრამ მაისში 11 ლარი დაგვაკისრეს, ივნისში 15 ლარი. ზოგიერთ უბანში მაცხოვრებლებს 19 - 20 ლარი დააკისრეს. ენერგოკომპანიის სერვის - ცენტრში რომ მივედით გასარკვევად, არც კი მოგვისმინეს, პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოდიან", - განაცხადეს აბონენტებმა.
ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" გურჯაანის სერვის - ცენტრის ცნობით, სოფელ გურჯაანში ზავრაშვილების უბანში დაუდგენელი პირი ელექტროენერგია იპარავს. „ჩვენ არ ვართ ვალდებულები მოვძებნოთ ვინ იპარავს ელექტროენერგიას. ეს აბონენტებმა თავად უნდა გაარკვიონ", - აღნიშნეს სერვის - ცენტრში.