კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. ამ დროისთვის აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას.
უკრაინის რადას წევრის, მუსტაფა ნაიემის ინფორმაციით, რადასა მიმდებარე ტერიტორიაზე ნაციონალური გვრადიაა განთავსებული და მიტინგის ადგილთან მიახლოება შეზღუდული და გართულებულია.
დღევანდელი აქციის მონაწილეები სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას, ანტიკორუფციულ სასამართლოს და საარჩევნო სისტემის შეცვლას ითხოვენ. აქციაში მოქალაქეებთან ერთად უკრაინის რადას წევრებიც მონაწილეობენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ შეასრულოს მომიტინგეთა მოთხოვნები.
უკრაინის პრეზიდენტმა რადას საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 იანვრიდან უკრაინაში სადეპუტატო ხელშეუხებლობა უნდა გაუქმდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება რადას საიტზე უკვე დარეგისტრირებულია. ამის გარდა, ცნობილი ხდება, რომ უკრაინის მმართველი ძალა თანახმაა ქვეყანაში შემოღებულ იქნას ანტიკორუფციული სასამართლო. რადას თავდმჯდომარის, ანდრეი პარუბის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში.