15 ოქტომბერს, ყოველწლიურად, ხელების დაბანის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
მისი მიზანია, მსოფლიოს მოსახლეობას შეახსენოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების საპნით დაბანა.
ეს დღე „გაეროს ბავშვთა ფონდის“ ინიციატივით, 2008 წლიდან აღინიშნება და ყოველ წელს სხვადასხვა ლოზუნგი აქვს.
წლევანდელი ლოზუნგი ასეთია : "ჩვენი ხელები, ჩვენი მომავალია“.
ხელების დაბანის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა ღონისძიებებითა და კრეატიული გზებით „გაეროს ბავშვთა ფონდი“ და სხვა ორგანიზაციები ცდილობენ, ადამიანებს კიდევ ერთხელ უთხრან, რომ ხელების საპნით დაბანით უამრავი ინფექციური და ბაქტერიული დაავადების თავიდან აცილებაა შესაძლებელი, მათ შორისაა პნევმონია და დიარეა, რომლებიც ზიანს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას აყენებს.