მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.
ლიკა ქავჟარაძე ტაძარში 12:00 საათზე გადაასვენეს. მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი 15:00 საათამდე მიმდინარეობდა.
ცნობისთვის, მსახიობი 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლიკა ქავჟარაძე 1959 წლის 26 ოქტომბერს დაიბადა. პროფესიით მუსიკოსს მხატვრულ კინოში 1972 წლიდან იღებდნენ. შესრულებული აქვს 20-ზე მეტი როლი. განსაკუთრებით პოპულარული გახდა მარიტას როლის შესრულებით თენგიზ აბულაძის მიერ 1976 წელს გადაღებულ ფილმში „ნატვრის ხე“. მას ასევე შესრულებული აქვს როლები ფილმებში „პეპელა“ (1977), „კავკასიური რომანსი“, „დემეტრე თავდადებული“ (1982), „ოჯახი“ (1985) და სხვა.