ანტარქტიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე პინგვინი „ადელის“ გამრავლების სეზონზე 36 000 ბარტყიდან მხოლოდ ორი გადარჩა.
როგორც BBC წერს, ყინულის უჩვეულოდ დიდი საფარის გამო მშობელ პინგვინებს საჭმლის მოსატანად ძალიან შორს უწევდათ წასვლა და მათ დაბრუნებამდე ბარტყები შიმშილობით დაიხოცნენ.
მსგავს, რთულ სეზონთან გამკლავება პინგვინების ამ სახეობას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მეორედ მოუწია. 2015 წელს ვერც ერთი ბარტყი გადარჩა.
ველური ბუნების მსოფლიო ფონდის განცხადებით, ანტარქტიკის ეკოსისტემის პატარა სახეობებზე თევზაობა უნდა აიკრძალოს, რაც პინგვინ „ადელს“ შიმშილობისგან დაიცავს.
- პინგვინი „ადელი“ ანტარქტიკის სანაპიროზე ბინადრობს და ოქტომბრიდან თებერვლამდე მრავლდება.
- როგორც წესი, ისინი ბუდეში 2 კვერცხს დებს.
- ზრდასრულ პინგვინებს 50-120 კილომეტრის გავლა უწევთ, იმისთვის, რომ საჭმელი მოიპოვონ და ბარტყები გამოკვებონ.