ქართველი ლეგიონერი კახი კალაძე მზადაა გიორგი დემეტრაძეს თავდებში დაუდგეს. ამ მიზნით მან ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყო. "მილანის" მცველი გიორგი დემეტრაძეს თავდებში პირადი და საკუთარი ოჯახის ქონებით უდგება.
კახი კალძე თხოვნით მიმართავს ასევე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა და პრეზიდენტს, რათა მათ გამოიჩინონ კეთილი ნება და დემეტრაძეს თავდებში დაუდგნენ.
ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი გიორგი დემეტრაძე დააკავეს. სამართალდამცავები მას ქურდული ტრადიციების მიმდევრობაში ადანაშაულებენ. დაკავებულია კიდევ ორი პირი - დავით გაგნიძე და კახა მისირელი. საქმეში ფიგურირებს კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანიც. თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი დემეტრაძეს 8 ივლისს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.