ამერიკის კინომატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიაში 14 ოქტომბერს საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტეინის ბედს გადაწყვეტენ. მანამდე რეჟისორი ბრიტანეთის კინოსა და ტელევიზიის აკადემიამ საკუთარი რიგებიდან გარიცხა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სექსუალურ ძალადობასა და გამომძალველობაში ვაინშტეინი ერთდროულად ჰოლივუდის რამდენიმე ცნობილმა მსახიობმა დაადანაშაულა. სექსუალური სკანდალის გამო პროდუსერს მეუღლე დაშორდა.