ამერიკის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი აცხადებს, რომ თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სავიზო პრობლემა ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობაზე გავლენას არ მოახდენს. „ანკარა ათწლეულების განმავლობაში შეერთებული შტატების მოკავშირეა. ინჯირლიკის სამხედრო ბაზა ღიაა ფრენებისთვის. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ერაყის საკითხშიც“, - აცხადებს მეტისი.