ჩეხეთის პრეზიდენტის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.
„ბატონ ზემანის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი უკვე გააკეთა. ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა- საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრემიერმა- უკვე განმარტეს, რომ პრეზიდენტი მათ პოზიციას არ წარმოადგენდა. როდესაც რომელიმე ქვეყნის ლიდერი საკუთარი ქვეყნის პოზიციას არ გამოხატავს, ეს მარაზმია. ბატონ ზემანის შემთხვევაშიც ასეა. ის მხოლოდ საკუთარ პოზიციას გამოხატავს და არა თავისი ქვეყნისას,"-აღნიშნა პაველ კლიმკინმა.
გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების მცდელობა ევროპას ომამდე მიიყვანს და კიევს რუსეთისთვის ყირიმის მიყიდვა ურჩია.