საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ოთხი მოთხოვნა წაუყენა და განაცხადა, რომ მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრეზიდენტი უდნა გადადგეს.
კერძოდ როგორც თავად აცხადებს, სააკაშვილი პოროშენკოსგან კორუფციასთან რეალური ბრძოლის დაწყებას, ბიზნეს აქტივების გაყიდვას, პოლიტიკური სისტემის ძირეულ განახლებასა და კომუნალური სერვისების ტარიფების გაზრდაზე მოროტორიუმის დაწესებას ითხოვს.
ამასთანავე, საქართველოს ექს-პრეზიდენტი დასძენს, რომ 17 ოქტომბერს კიევში აქციის გამართვას გეგმავს, სადაც უკრაინის ხელისუფლებას „ხალხის მოთხოვნებს“ გააცნობს.