ჩეხეთის პრეზიდენტის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას უკრაინის ლიდერი გამოეხმაურა.
„მინდა ვუთხრა მათ, ვინც ყირიმის ანექსიას უკვე მომხდარ ფაქტად მიიჩნევს და ტერიტორიების გაყიდვისკენ მოგვიწოდებს, რომ აშკარად ცდებიან. ამის გაკეთებას არც ფულია, არც გაზისა და ნავთობის სანაცვლოდ არ ვაპირებთ,“-აღნიშნა პოროშენკომ.
მანამდე ევროსაბჭოს ტრიბუნიდან ზემანმა უკრაინას ყირიმზე უარის თქმისა და რუსეთისგან კომპენსაციის მიღებისკენ მოუწოდა.