ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი სექსუალურ ძალადობასა და გამომძალველობაში ბრალდებულ რეჟისორს, ჰარვია ვაინშტეინს მხარდაჭერას უცხადებს. ვიდეომიმართვა მსახიობმა ინსტრაგრამზე ატვირთა.
„ძალიან განვიცდი ჰარვის გამო. ის, რაც მის თავს ხდება, არასწორია. ჩვენ არაერთ ფილმზე გვიმუშავია ერთად და არასდროს მიგრძვნია მისგან მსგავსი რამ. მინდა მოვუწოდო ჰარვის მეუღლეს, ამ გაურკვეველი სკანდალის გამო მას არ დაშორდეს,“-აცხადებს ლოჰანი.
მანამდე რეჟისორი მსახიობებმა აზია არჯენტომ და ლუსია ევანსმა გაუპატიურებაში დაადანაSაულეს. ანჯელინა ჯოლიმ და გვინეტ პერტროუმ კი განაცხადეს, რომ ვაინშტეინი მათ მიმართ სექსუალურ ინტერესს იჩენდა.