ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს ხალხის 4 ძირითადი მოთხოვნის შესრულებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, პეტრო პოროშენკომ კორუფციასთან ბრძოლა უნდა დაიწყოს, თავისი ბიზნესები უნდა გაყიდოს, საარჩევნო კანონმდებლობა უნდა შეცვალოს და კომუნალური გადასახადები უნდა შეამციროს.
„თუ ხელისუფლება ხალხის მოთხოვნებს არ შეასრულებს, უკრაინას არაკონტროლირებადი სოციალური აფეთქება ელის,“-აცხადებს სააკაშვილი "უკრაინსკაია პრავდასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.