ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი, კატალონიის ხელისუფლებისგან პირდაპირ პასუხს ითხოვს: გამოცხადდა რეგიონის დემოუკიდებლობა თუ არა?!. თუ კატალონია ოფიციალურად გამოაცხადებს თავს დამოუკიდებლად, ესპანეთი კონსტიტუციის 155 მუხლს აამოქმედებს, რომელიც კატალონიას ავტონომიის სტატუსს წაართმევს და ადგილობრივ მთავრობას დაითხოვს.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მადრიდის პოლიცია მზადაა დააკავოს კატალონიის მეთაური კარლეს პუჩდემონი, თუ ის რეგიონის დამოუკიდებლობას გამოაცხადებს. მსგავსი ბრძანება ჯერ არ გაცემულა, თუმცა ესპანეთის სპეცსამსახურები ამისთვის ემზადებიან.
კატალონიის პარლამენტმა გუშინ მიიღო დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ დეკლარაცია. დეკლარაციას ხელი კატალონიის მეთაურმა კარელს პუიჩდემონმაც მოაწერა. ამასთან მან ჟურნლისტებთან განმარტა, რომ ეს „სიმბოლური“ ნაბიჯი იყო და „დამოუკიდებლობის გამოცხადების განზრახვას“ წარმოადგენს.