ჩრდილოეთ კორეაში სახალხო ზეიმია. მუშათა პარტიის შექმნის 72-ე წლისთავს ფხენიანის ქუჩებში საზეიმო მსვლელობებით აღნიშნავენ. სახელმწიფო ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ აწყობენ კორეელები ჩუჩხეს იდეოლოგის, კიმ ირ სენისა და მისი ვაჟის კიმ ჩენ ირის მემორიალთან თაიგულებს. ყვავილების კალათი მანსულ ჰილზე მიიტანეს ამჟამინდელი ლიდერის, კიმ ჩენ ინის პატივსაცემადაც. უამინდობის მიუხედავად, ქალაქის ქუჩებში ასობით ათასი ადამიანია გამოსული.