იტალია კატალონიის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ განაცხადა. დამოუკიდებლობის დეკლარაციას კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ხელი უკვე მოაწერა, თუმცა პარლამენტს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადებისკენ მოუწოდა, რაც მისი თქმით, ბარსელონას მადრიდთან დიალოგის წარმოების საშუალებას მისცემს. ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციას არ ცნობს და ბარსელონასთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობს.