ჩეხეთის პრეზიდენტის მიერ ყირიმზე გაკეთებულმა განცხადებამ არამხოლოდ კიევი, არამედ ჩეხეთის მთავრობაც გააოგნა. პრემიერ სობოტკას მილოშ ზემანის სკანდალური განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოუხდა. მისი თქმით, ჩეხეთის მთავრობა პრეზიდენტის პოზიციას არ იზიარებს. მილოშ ზემანმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების მცდელობა ევროპას ომამდე მიიყვანს. ჩეხეთის ლიდერმა კიევს ყირიმის ნახევარკუნძულის დათმობა და რუსეთისგან კომპენსაციის მიღება ურჩია.