მასობრივი არეულობები მექსიკაში. კადერეიტის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ბუნტს 13 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. 10-მდე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაზლოა გაიზარდოს. ბუნტის აღკვეთა ციხის ადმინისტრაციამ სპეცრაზმის დახმარებით შეძლო.