კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა, ასობით დაშავდა, 150-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება. ხანძარმა 2 ათასამდე საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. ცეცხლის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.