ესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ჟენერალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილ დამოუკიდებლობის დეკლარაციას არ აღიარებს. ვიცე-პრემიერ სორაია საენც დე სანტამარიას თქმით, კატალონიის ლიდერი კარლეს პუჩდემონი არის ადამიანი, „რომელმაც არ იცის, საით მიჰყავს კატალონია".
პრემიერმა მარიანო რაჰოიმ კი მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც მოქმედების გეგმას განიხილავენ. კარლეს პუჩდემონმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი გუშინ საღამოს მოაწერა, თუმცა პარლამენტს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადებისკენ მოუწოდა, რამაც ბარსელონას მადრიდთან მოლაპარაკების საშუალება უნდა მისცეს.