კატალონიის ლიდერი დღეს პარლამენტში სიტყვით გამოვა.
კარლეს პუჩდემონის გამოსვლა ადგილობრივი დროით 18:00 საათზე იგეგმება. ჟენერალიტეტის ლიდერი კატალონიის პარლამენტს მიმართავს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების პრაქტიკაში გატარება. არ არის გამორიცხული, პუჩდემონმა ესპანეთის შემადგენლობიდან გასვლის პროცედურის დაწყების შესახებაც განაცხადოს.