აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო მთავარ პრიორიტეტს უახლოესი სამი წლის განმავლობაში მდგრადი გარემოსდაცვითი ღონისძიებების დანერგვა წარმოადგენს.
აჭარის ზღვისპირეთი, რომელიც მაღალი ეკოლოგიური ღირებულებით გამოირჩევა, ასევე ხასიათდება მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, ტურისტულ-რეკრეაციული, ეკონომიკური, რესურსმომპოვებელი და აგრარული აქტიურობის მზარდი ტენდენციით, მას თან ახლავს ტერიტორიის წყალსატევებისა და ატმოსფერული ჰაერის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაც.
მდგრადი გარემოსდაცვითი ღონისძიებების დანერგვის პროგრამა კი ხელს შეუწყობს დაბინძურების კერების სათანადო მონიტორინგის განხორციელებას, დაბინძურების ფაქტების დროულ გამოვლენასა და თავიდან აცილებას.