თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში დავით აღმაშენებლის დღემდე უცნობ ავტოგრაფი აღმოჩინეს.
ცნობილი ქართველოლოგის ნიკო მარის არქივის დამუშავებისას სპეციალისტებმა ფოტო აღმოჩინეს, რომელზეც ორი ხელნაწერია აღბეჭდილი.
ერთ-ერთ ორსტრიქონიანი დღემდე უცნობი მხედრული ხელნაწერია და როდესაც იგი პროფესორ ვალერი სილაგავს "ბაგრატიონ ხელმწიფეთა ავტოგრაფებს" შეადარეს აღმოჩნდა, რომ იგი საქართველო მეფეს დავით IV აღმაშენებელს ეკუთვნის.
თეატრის, მუსიკისა და კინოს სახელმწიფო მუზეუმში ქართველი მეფის დღემდე უცნობი ხელნაწერის პრეზენტაცია დღეს გაიმართება.
ფოტოასლი 1902 წელს სინას მთის ექსპედიციის შედეგებზეა გადაღებული, სადაც ერთ-ერთ ხელნაწერის ბოლოში მეფე დავით IV-ს მიერ ორსტრიქონიანი მინაწერია, სადაც აღნიშნულია, რომ იგი სინათი მთაზე თავის ბიბლიოთეკის ერთ-ერთ წიგნს აგზავნის. ფოტო ორიგინალთან გათანაბრებულია, რადგან ხელნაწერი დაკარგულია.