ქალაქ თბილისში, რევაზ ლაღიძის, დიმიტრი ყიფიანის, დანტე ალიგიერის, იაკობ გოგებაშვილისა და თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სიმბოლიკასთან დაკავშირებული სკულპტურული კომპოზიციების საუკეთესო წინადადებების შესარჩევი კონკურსები მიმდინარე წლის პირველ აგვისტოს გამოცხადდა. წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილ იქნა 20 (ოცი) საკონკურსო წინადადება. კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები, საზოგადოებრივი განხილვის მიზნით, 15 ოქტომბრის ჩათვლით, საჯაროდ განთავსდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, მეორე სართულზე მე-9 ოთახში, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, დაათვალიეროს კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ესკიზები და დატოვოს თავისი მოსაზრებები შთაბეჭდილებების წიგნში.