პარიზის მოდის კვირეულზე ლუი ვიტონმა 2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა, რომელშიც დომინანტი აბრეშუმის ქსოვილი, სნიკერსი და მკაცრი გეომეტრიული ფორმის ჟილეტები იყო. ახალ კოლექციას აბრეშუმთან ერთად სიმსუბუქეს ფართო სახელოებით დამშვენებული პერანგები მატებდა.
კრიტიკოსების შეფასებით, ახალ კოლექციაში ლუი ვინტონის მოდის სახლმა ვინტაჟი და ფუტურისტული ხედვა ოსტატურად შეურია.