დღეს, 13 ივლისს, ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეფექტური ფუნქციონირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრები დასრულდება. მასში საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან საკრებულოების თავმჯდომარეები მონაწილეობენ.
სამუშაო შეხვედრებზე UNDP-ის ექსპერტები წარადგენენ სარეკომენდაციო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის პრინციპებს განსაზღვრავენ. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საკუთარი დებულებების შემუშავებაში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.
სემინარები და კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან 2010 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
სამუშაოს ჩასატარებლად UNDP თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALA), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (Gთძ). ექვსივე ორგანიზაციამ თანამშრომლობის შესახებ მემორადუმს 10 ივლისს მოაწერა ხელი.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (Gთძ).
შეხვედრები 11 ივლისს დაიწყო.