დღეს, 13 ივლისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის წმინდა 12 მოციქულის ათორმეტ მამათა ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
საქართველოში მოქმედ ყველა ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას, წმინდა 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სახარების მიხედვით, უფალმა თავის მოწაფეებად 12 მოციქული აირჩია. მათი უმეტესობა მეთევზეები იყვნენ. ეკლესია წმინდა მოციქულების: პეტრეს, ანდრიას, იაკობის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესის, იუდა იაკობისის, სიმონ მოშურნისა და მატათას ხსენებას აღნიშნავს.