არასამთავრობო სექტორი მთავრობას სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტის შესაბამისად მაგისტრალური გაზსადენის გასხვისების შეჩერებას სთხოვს, ვიდრე სამოქალაქო საზოგადოება ამ საკითხის დეტალურ განხილვას არ მოაწყობს.
არასამთავრობო სექტორი განმარტავს, რომ გაზსადენის არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან არგუმენტის წარდგენისა და სამოქალაქო სექტორთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს.
რორგორც დღეს სასტუმრო "თბილისი მარიოტში" შეკრებილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელები განმარტავენ, ისინი დღესვე გაიგზავნიან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარალმენტის თავმდომარეს მიმართვას და ხელისუფლებისგან სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტის შეჩერებას მოითხოვენ.
"ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სქტორის წარმომადგენლები მივიჩნევთ, რომ მაგისტრალური გაზსადენის არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღების საჭიროება მთავრობის მხრიდან საკმარისად დასაბუთებული არ არის. მაშინ როდესაც გაზსადენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი ობიექტია. არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმოადგენელბი მივმართავთ ხელისუფლებას, რომ პარლამენტის მიერ "სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონპროექტის მიღების შეჩერებას სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დეტალურ განხილვამდე. მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან განხილვისა და მყარი არგუმენტაციის წარმოდგენის გარეშე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს", - განაცხადა ფონდ "ღია საზოგადეობა _ საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა.
როგორც ექსპერტი დავით ნარმანია მიიჩნევს, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონპროექტის მიღებას ნაჩქარევად გეგმავს.
"გაუგებარია რატომ მიმდინარეობს ასე აქტიური მსჯელობა ამ კანონპროექტის გარშემო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ორი საკითხი - რატომ წამოწია ხელისუფლებამ მაგისტრალური გაზსადენის თემა ახლა, როდესაც რამდენიმე წლის წინ ამ ინიციატივით ბენდუქიძე გამოდიოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვეტილება მაშინ მიღებული არ იყო. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ რამდენად იქნება დაცული სახელმწიფო იმისგან, რომ მაგისტრალური გაზსადენი რუსული კომპანიების ხელი არ აღმოჩნდეს", - განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ "სახელმწიფო საკუთრების შესახებ" კანონპროექტში შესატანი ცვლილებები პარალმენტის იურიდილ საკითხთა კომიტეტის მიერ არის ინიცირებული, რომელიც მაგისტრალური გაზსადენის არასაპრივატიზაციო ნუსხიდან ამოღებას ითვალისწინებს.
მთავრობაში განმარტავენ, რომ ხელისუფლება მაგისტრალური გაზსადენის აქციათა მინიმუმ 51 პროცენტს დაიტოვებს, ხოლო აქციების ნაწილს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მაგისტრალური გაზსადენის მხოლოდ 10-15 პროცენტი განთავსდება, რომლის გაყიდვასაც მთავრობამ მხოლოდ 2-3 წლის შემდეგ შეძლებს. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალური გაზსადენის აქციათა შეძენით დაინტერესება უკვე გამოხატა ყაზახურმა ყაზმუნაი გაზმა, რუსულმა გაზპრომმა, და აზერბაიჯანულმა სოკარმა.