ხვალ, 13 ივლისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უფლის წმინდა 12 მოციქულის ათორმეტ მამათა ხსენებას, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
საქართველოში მოქმედ ყველა ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო ლიტურგიას, წმინდა 12 მოციქულის სახელობის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
სახარების მიხედვით, უფალმა თავის მოწაფეებად 12 მოციქული აირჩია. მათი უმეტესობა მეთევზეები იყვნენ. ეკლესია წმინდა მოციქულების: პეტრეს, ანდრიას, იაკობის, იოანეს, ფილიპეს, ბართლომეს, თომას, მათეს, იაკობ ალფესის, იუდა იაკობისის, სიმონ მოშურნისა და მატათას ხსენებას აღნიშნავს.