ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. პრემია „საბაზე“ 300 კონკურსანტიდან 47 შეირჩა. ლიტერატურული პრემია „საბა“ ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლია სტურუას გადაეცა.
წლის საუკეთესო რომანი - ალეკო შუღლაძე, „გადამალვა“
წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა“
წლის საუკეთესო პროზაული კრებული - რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს“
წლის საუკეთესო პიესა - ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა...“
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - ბექა ახალაია „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის“.
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - ნანა ტრაპაიძე „ლიტერატურა და ლიტერატურა“.
წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა - ლევან ბერძენიშვილი „წიგნიერების ევოლუცია“.
უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა“
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი - სიბილა შულცე ანა კორძაია-სამადაშვილის „ვინ მოკლა ჩაიკას“ გერმანულ ენაზე თარგმანისთვის
საუკეთესო ელექტრონული წიგნი - ანდრო ბუაჩიძე - „გაზაფხული მოდის ღამეში“ და ლუკა ბაქანიძე მოთხრობების კრებულისთვის "სად ხარ, ლაზარე..."
მკითხველის რჩეული ნომინაციაში საუკეთესო დებიუტი - ზურა აბაშიძე „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი“.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს.
კონკურსის ჟიურის, რომელიც 5 წევრისგან შედგება, არ ჰყავს თავმჯდომარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ სამი ხმის მიღების შედეგად.
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს „თიბისი“ ბანკმა და პენ-ცენტრმა დააფუძნა. წელს ცერემონია საქართველოს ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ ჩატარდა.
ლიტერატურული პრემია „საბას" 2017 წლის ფინალისტები იყვნენ:
წლის საუკეთესო რომანი
- აბო იაშაღაშვილი, "ძველი ტფილისის დამნაშავენი" (გამომცემლობა „ქოლგა")
- ალეკო შუღლაძე, „გადამალვა" (გამომცემლობა „დიოგენე")
- არჩილ ქიქოძე, „სამხრეთული სპილო" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ტორესა მოსი, „იყო" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ცოტნე ცხვედიანი, „მაიაკოვსკის თეატრი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- თეა თოფურია, „ორი ოთახი კაიროში" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ირაკლი სამსონაძე, „ქელეხი ქარში" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- რუსუდან რუხაძე, „ერთი თქვენგანი გამცემს" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- რეზო თაბუკაშვილი, „მესამე თვალი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ცირა ყურაშვილი, „ჟამსა თამაშობისასა" (გამომცემლობა „ინტელექტი")
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- ეკატერინე ქევანიშვილი, „ევაკუაციის გეგმა" (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში")
- ვახტანგ ჯავახაძე, „ელეგია და სხვა" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ლია ლიქოკელი, „გოგოობის კანონი" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
- ლია სტურუა, „მგლის საათი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ლელა ცუცქირიძე, „წარმოიდგინე, ელისაბედ" (გამომცემლობა „საუნჯე")
- ტარიელ ჭანტურია, „სიყვარულის შავი ყუთი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
წლის საუკეთესო პიესა
- თამარ ბართაია, „პიესები" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ლაშა თაბუკაშვილი, „სადღაც, ცისარტყელას მიღმა..." (გამომცემლობა „ინტელექტი")
- დათო ტურაშვილი, „სელიმის პროცესი" (saba.com.ge)
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
- ბექა ახალაია, „ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის" (გამომცემლობა „ ინტელექტი")
- გიორგი შონია, „ფაბრიკაცია" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- გურანდა ფაჩულია, ჟოზე ლუიშ პეიშოტუს "გალვეიაშის" თარგმანი (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- ზურაბ აბაშიძე, „როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი" (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში")
- თამარ ფოლადაშვილი, „სიკვდილის ახსნა" (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში")
- სოფიო ჯაფარიძე, „სულის პური" (ჩვენი მწერლობა)
წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
- ანდრო ბუაჩიძე, „ინტერიერი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- მაია ჯალიაშვილი, „ზნეობის გარდამოხსნა" (ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა)
- ნანა ტრაპაიძე, „ლიტერატურა და ლიტერატურა" (გამომცემლობა „კალმოსანი")
წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
- გელა ჩარკვიანი, „ნაცნობ ქიმერათა ფერხული" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- გიორგი კეკელიძე, „გურული დღიურები-2" (გამომცემლობა „სიესტა")
- დათო ქარდავა, „მტაცებლები ურბანულ გარემოში" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ეთერ თათარაიძე, „დევიღუპეთ!" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ზურაბ კიკნაძე, „ხასიდური სიბრძნე" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ლევან ბერძენიშვილი, „წიგნიერების ევოლუცია" (გამომცემლობა „არტანუჯი")
წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი:
- ანდრო ბუაჩიძე, „გაზაფხული მოდის ღამეში" (saba.com.ge)
- თამაზ კვაჭანტირაძე. „მოგზაურობა შოთას სამყაროში" (saba.com.ge)
- მარიამ წიკლაური, „დაჯერებისთვის"(saba.com.ge)
- ლუკა ბაქანიძე, „სად ხარ, ლაზარე!" (saba.com.ge)
წლის საუკეთესო თარგმანი
- დავით გოგინაშვილი, იუკიო მიშიმას „ოქროს ტაძარი" (გამომცემლობა „დიოგენე")
- თამარ ჯაფარიძე, არუნდატი როის "წვრილმანების ღმერთი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- თეა შურღაია, მაჰმუდ დოულათაბადის „პოლკოვნიკის მიმწუხრი" (გამომცემლობა „დიოგენე")
- ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას „ვაცის ნადიმი" (გამომცემლობა „ინტელექტი")
- ლელა დუმბაძე, ჰარპერ ლის "მიდი, დააყენე დარაჯი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- მანანა ღარიბაშვილი, რომაული ლირიკის მწვერვალები (გამომცემლობა „ლოგოსი")
- სალომე ბენიძე, სალმან რუშდის "ორი წელი, რვა თვე და ოცდარვა ღამე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
- სულხან მუხიგულაშვილი, ბოჰუმილ ჰრაბალის „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა" (გამომცემლობა „დიოგენე")
- ხათუნა ცხადაძე, უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარა" (გამომცემლობა „დიოგენე")