საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კოორდინირებით, 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს საქართველოში ევროპის მემკვიდრეობის დღეები აღინიშნება.
სამინისტროს ინფორმაციით< ევროპის მემკვიდრეობის დღეების 2017 წლის თემაა „მემკვიდრეობა და ბუნება: შესაძლებლობათა ლანდშაფტი“.
ინიციატივა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები” 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივ პროგრამას წარმოადგენს, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა.
ევროპის მემკვიდრეობის დღეები უმეტესად ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას და მიმართულია ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის, როგორც საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებისაკენ.