ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ქართული პრემიერის შემდეგ, გიორგი ოვაშვილის სრულმეტრაჟიან მხატვრულ კინოსურათს "ხიბულა"-ს ფრანგულ კინოთეატრებში აჩვენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. კინოაფიშები საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში 15 ნოემბრიდან გამოჩნდება.
გიორგი ოვაშვილის ახალი ნამუშევარი უკვე გახდა რამდენიმე ფესტივალის პრიზიორი და მსოფლიო პრესის ყურადღებაც მიიქცია.
ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შესახებ მოგვითხრობს. მასში ასახულია ქვეყნის უახლოესი წარსული.
"ხიბულა" "სიმინდის კუნძულისა" და "გაღმა ნაპირის" რეჟისორის მესამე გახმაურებული ნამუშევარია.