სიტარა, რომელიც ოდესღაც ჯორჯ ჰარისონს ეკუთვნოდა, აუქციონზე გაიყიდება. ლოტის ფასი 50-დან 100 ათას დოლარამდე მერყეობს. ლეგენდარული „ბითლზის“ წევრმა ინსტრუმენტი 1965 წელს შეიძინა.
სიტარას შეძენით დაიწყო ინდური კულტურითა და მუსიკით ჰარისონის გატაცებაც. იგი სიცოცხლის ბოლომდე რავი შანკარის მოსწავლე იყო.