საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება „ჩემი დიდუბე“ გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მოეწყო ყვავილების გამოფენა -გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთებისა და მხატვართა ნამუშევრების გამოფენა.
გაიმართა კონცერტი საბავშვო მუსიკალური სტუდია „ნერგების“, „მართვეს“,ქალთა ტრიო - „ივერიონისა“ და ქართული ესტრადის მომღერლების მონაწილეობით. ასევე წარმოდგენილი იყო სტუდია - „ვერნისაჟის“ მოცეკვავეების, ცეცხლისა და დრამერების შოუ.
პროექტის ფარგლებში - „ჩემი დიდუბე“, დიდუბის რაიონში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა საზოგადოებას გააცნეს დიდუბის რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და არქიტექტურული შენობების ისტორია.
დასკვნით ღონისძიებაზე საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „ერისიონის“ სოლისტ ივანე ჩხაიძეს, მძლეოსან რობერტ შავლაყაძესა და მხატვარ ავთო მოსიაშვილს „საამაყო დიდუბელის“ ტიტული მიენიჭათ.
ღონისძიება ბენდების „მიქსტურა“ და “Sinners-ის კონცერტით დასრულდა.