პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგო რატიანის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება მმართველი გუნდისთვის წითელი ხაზი იქნება. მისი თქმით, სახელისუფლებო ძალა ბოლო პერიოდში მარგინალურ ძალას დაემსგავსა.
“ქართული ოცნების“ გარდა ქვეყანაში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, არასამთავრობო ორგანიზაციები, საზოგადოება, რომელიც არ აფასებდეს ამ კონსტიტუციას, როგორც ქვეყნისთვის საზიანოს. ეს კონსტიტუცია გამოიწვევს დამანგრეველ შედეგებს.
ერთ მხარეს არის საზოგადოება, პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო სექტორი და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეორე მხარეს არის სახელისუფლებო ძალა, რომელიც თანდათანობით ხდება მარგინალური ძალა. ვფიქრობ, ეს მათთვის იქნება წითელი ხაზი, რომელიც იქნება საზიანო“, – განაცხადა სერგო რატიანმა.
პარლამენტმა დღეს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით კონსტიტუციური პროექტი უნდა დაამტკიცოს.