ზემო ფონიჭალაში მდებარე, 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორის, მარინა გოგოლაძის განცხადებით, ბავშვი, რომელიც მეორე სართულიდან გადმოვარდა სპეციალური საჭიროების მქონეა.
დირექტორის განმარტებით, ბავშვი გასულ კვირას მიიყვანეს და უცნაური ქცევები ჰქონდა, თუმცა ის ბაღში უყურადღებოდ არ იყო.
"ჩვენ მშობლებს ვუთხარით, რომ ბავშვი უცნაურად იქცეოდა და მისთვის ალტერნატიული ბაღი მოეძებნათ. ბავშვს მეტყველება უჭირდა. შემთხვევის დროს აღმზრდელს ბავშვზე ხელი ეკიდა, ბავშვი გაუსხლტდა და გადმოხტა", - განაცხადა მარინა გოგოლაძემ.
შეგახსენებთ, დღეს დილით ზემო ფონიჭალაში მდებარე 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის აღსაზრდელი გადმოვარდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.