კახა კალაძე, მერად არჩევის შემდეგ, ქუჩის ბინადარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას და თავშესაფრების ხელშეწყობას გეგმავს. ამასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიღმის მასივში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
„ქუჩის ბინადარი ცხოველების, მათი პოპულაციის პრობლემას თანამედროვე და ჰუმანური მიდგომა სჭირდება. ჩვენ მოვაწესრიგებთ ამ საკითხს. ცხოველებს ჩაუტარდებათ აცრები, ასევე, ხელს შევუწყობთ ცხოველთა თავშესაფრების და ზოგადად, ამ სფეროს თანამედროვე მიდგომებით განვითარებას“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ყურადღება მიექცევა მერიაში შემავალი შესაბამისი უწყების განვითარებას და მოწესრიგებას.