დღეს მზის სრული დაბნელება მოხდება, რომელიც ერთ წუთზე მეტ ხანს გაგრძელდება.
მეცნიერების განმარტებით, საჭირო არაა დაბურული მინების საშოვნელად გარჯა, რადგან სხვა დაბნელებებისგან განსხვავებით ამ სანახაობის ხილვა მხოლოდ პლანეტის სამხრეთ ნახევარსფეროში მცხოვრებთ შეეძლებათ. კონკრეტულად კი ახალი ზელანდიის კუკისა და აღდგომის კუნძილების, ასევე ჩილესა და არგენტინის სამხრეთით მცხოვრებთ.
არც ერთი დიდი ქალაქის მოსახლეობას მზის დაბნელების ხილვა არ შეეძლება.