11-13 ივლისს ქობულეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ეფექტური ფუნქციონირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრები გაიმართება. მასში რომელშიც საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან საკრებულოების თავმჯდომარეები მიიღებენ მონაწილეობას.
სამუშაო შეხვედრებზე UNDP-ის ექსპერტები წარადგენენ სარეკომენდაციო ნორმატიულ აქტებს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ფუნქციებსა და საქმიანობის პრინციპებს განსაზღვრავენ. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საკუთარი დებულებების შემუშავებაში "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.
სემინარები და კონსულტაციები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან 2010 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
სამუშაოს ჩასატარებლად UNDP თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (NALA), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებასთან (Gთძ). აღსანიშნავია, რომ ექვსივე ორგანიზაცია თანამშრომლობის შესახებ მემორადუმს 10 ივლისს მოაწერს ხელს.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (Gთძ).