განგაში ლონდონის ცენტრში. ლივერპულის ქუჩიდან ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი საეჭვო პაკეტი გახდა, რომელიც სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს. სადგურის მიმდებარე ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი. ადგილზე სამართალდამცველები და კინოლოგები იმყოფებიან.