შეერთებული შტატები ავღანეთში დამატებით 3000-ზე მეტ ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა ”დოიჩე ველესთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ავღანეთის ტერიტორიაზე ამ დროისთვის დაახლოებით 11 ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება.