ჩრდილოეთ კორეა ისევ იმუქრება. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადება გავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ფხენიანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ბირთვულ პროგრამას კიდევ უფრო დააჩქარებს. განცხადებაში გაეროს მიერ დაწესებული სანქციები „ყველაზე არაადამიანურ და არაეთიკურ აქტადაა“ შეფასებული.