კვიპროსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის რიგით მეორე ფესტივალი ჩატარდა.
ფესტივალის ფარგლებში, ქალაქებში ლიმასოლი, პაფოსი და ნიქოზია გაიმართა ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების" ახალგაზრდა თაობის ჯგუფისა და ამირან შალიკაშვილის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრის წარმოდგენები.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ლომინაძემ და კვიპროსის რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, კოსტას კადისმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.
„ძალიან ამაყი ვარ, წარმოგიდგინოთ ქართული კულტურის ფესტივალი კვიპროსში. ეს არის ეფექტური გზა, რომ გაგაცნოთ ქართული ფილოსოფია, ფესვები, ნამდვილი კულტურა და ტრადიცია" -აღნიშნა რევაზ ლომინაძემ.