"პოლაროიდის" მოყვარულებისთვის კომპანიას სიახლე აქვს - ის ბაზარზე ბრუნდება.
ციფრული კამერების კონკურენციის პირობებში "პოლაროიდმა" ფოტოაპარატების გამოშვება 10 წლის წინ, ხოლო ფირების კი 9 წლის წინ შეწყვიტა.
ახალი "პოლაროიდი" OneStep 2 ძველის მსგავსად, მყისიერი ბეჭდვის ფუნქციით იქნება აღჭურვილი. დამატებით კი USB დამტენი და ფირის ინდიკატორი ექნება.
მისი ღირებულება 99$, ფირის კი 16$-ია.
მწარმოებელი გაწბილებულს არც ძველი პოლაროიდის მფლობელებს დატოვებს და ახალ ფირებს მათი კამერებისთვისაც გამოუშვებს.
![](https://cdn.vox-cdn.com/thumbor/WUXc5qP23DBmBCIPExHjc_9zw5o=/800x0/filters:no_upscale()/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_asset/file/9244659/004668_I_Type_Perspective.jpg)
![](https://cdn.vox-cdn.com/thumbor/w5AR8vEr6gxmTY9O0hS6rmcqO6k=/800x0/filters:no_upscale()/cdn.vox-cdn.com/uploads/chorus_asset/file/9244661/004669_BW_I_Type_Perspective.jpg)