მოსკოვში 80 წლის ასაკში ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკულავა გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. მომღერალს საქართველოში დაკრძალავენ.
მომღერალი არაერთი საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული არტისტი და შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატიც იყო.