ლოს ანჯელესის მაიკროსოფტის თეატრში ემის 69-ე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო დრამატულ სატელევიზიო ნამუშევრად „მოსამსახურის ნაამბობი" დასახელდა. კომედიურ ჟანრში საუკეთესო სერიალის ნომინაციაში ჯილდო „ ვიცეპრეზიდენტმა“ აიღო. დრამატულ ჟანრში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი სტერლინგ ბრაუნს გადეცა. კომედიურ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი დონალდ გლოვერი დააჯილდოვეს. ქალათა შორის მთავარი პრიზი დრამატულ სერიალში ელიზაბეტ მოსს მიენიჭა. კომედიურ სერიალში კი ქალის როლის საუკეთესო შემსრულებად ჯილია ლუის დრეიფუსი დაასახელეს.