თელავში, 27 წლის გიორგი გ-შვილი 9 სართულიანი ბინის მე-6 სართულიდან გადმოხტა, რის შედეგადაც სხეული მრავლობითი მოტეხილობები და სხვა დაზიანებები მიიღო. დაშავებული თელავის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც ექიმებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, გიორგი გ-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. გადარჩენის შემთხვევაში, მას ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდება.
თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას თელავის პოლიცია აწარმოებს.