ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის (BIAFF) 17-24 სექტემბერს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში 30-ზე მეტი ქვეყნიდან 40 სრულმეტრაჟიან და 40 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ.
ფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან: საერთაშორისო კონკურსი – მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციები; დიდოსტატთა კოლექცია; ქართული პანორამა; სპეციალური ჩვენებები; "SHORT MATTERS!"- ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; მასტერ-კლასები.
კინოფესტივალის გახსნის ფილმია გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“, რომლის საერთაშორისo პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართა. ბათუმის კინოფესტივალზე შედგება ფილმის ქართული პრემიერა, რომელსაც დაესწრება რეჟისორი, მსახიობები და გადამღები ჯგუფის წევრები.