ნიუ იორკის მოდის კვირეული მარკ ჯაკობსმა დახურა. კოლექციის თემა არაბული ღამეები იყო. 2018 წლის გაზაფხულის ტენდენციები დიზაინერმა ძვირფასი თვლებით მოოჭვილი არაბული თავსაბურავების სახით დაინახა. ჩვენებას ყოფილი მოდელი სინდი კროუფორდიც ესწრებოდა. მისმა ქალიშვილმა ქაიამ კი დიზაინერის კოლექციის ერთ-ერთი ნიმუში პოდიუმზე წარმოადგინა.